„გრლ ტრანს მ“ „MESSE MUNCHEN“-ის საერთაშორისო გამოფენაზე

„გრლ ტრანს მ ლოჯისტიკი“ გერმანიაში „MESSE MUNCHEN“-ის 4 დღიან საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფებოდა. ვინაიდან, ჩვენი კომპანიის გაცხადებული პოლიტიკაა მუდმივი განვითარება, რეგულარულად ვმონაწილეობთ საერთაშორისო დონის კონფერენციებში, ვორქშოპებში, სხვადასხვა ფორუმებსა თუ გამოფენებში, რათა ინდუსტრიაში არსებული სიახლეები პირველებმა გავაცნოთ ჩვენს მომხმარებლებს. ეს ეხება როგორც ინოვაციურ მიდგომებს, ისე ადამიანური თუ მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური რესურსის განვითარებას.
აღნიშნული გამოფენა, რომელიც ლოჯისტიკის , მობილობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) და მომარაგების ჯაჭვის მართვის სფეროში არსებული ლიდერი ორგანიზაციებისათვის ყოველწლიურად იმართება, საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩვენთვის, რადგან სახეზე გვაქვს ახალი პარტნიორი ორგანიზაციები, დამკვეთები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები.
გლობალური პლატფორმის ვიზიტორებისა და მონაწილე ორგნიზაციების წინაშე ჩვენი კომპანია წარსდგა როგორც საერთაშორისო დონის ერთ-ერთი წამყვანი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანია. პრეზენტაციის გარდა, გამოფენაზე განხილულ იქნა ინდუსტრიაში არსებული სიახლეები და გამოწვევები, ინოვაციური გადაჭრის გზები. ამასთან, საფუძველი ჩაეყარა ახალ კავშირებსა და თანამშრომლობას საერთაშორისო ასპარეზზე.
საგამოფენო სივრცე მთელი მსოფლიოდან ლოჯისტიკის, ტელემატიკისა და ტრანსპორტის ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებსა თუ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიმღებ საზოგადოებას ერთ სივრცეში აერთიანებს. ეს გახლავთ ყოვლისმომცველი პლატფორმა, სადაც ინდუსტრიასთან არსებული ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება და სადაც უახლესი, ინოვაციური იდეები იღებს სათავეს.