სატრანსპორტო კომპანია GRLTRANSM ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს, თუმცა, ორგანიზებული სახე 2006 წელს მიეცა. წლების მანძილზე არსებული უამრავი გამოწვევის მიუხედავად, კომპანია წარმატებით ინარჩუნებს პოზიციებს ბაზარზე. კომპანიის სწრაფი ტემპით ზრდას განაპირობებს მმართველი გუნდის ინოვაციური ხედვები და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ. სწორედ აღნიშნულ საფუძველზე შეიქმნა კონკურენტუნარიანი და სიახლეზე ორიენტირებული ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებელს გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
ჩვენ კომპანიას სახმელეთო გადაზიდვების სფეროში სტაბილურად მყარი პოზიცია უკავია. ამჟამად, ჩვენთვის ყველაზე აქტუალური მიმართულებებია: მთლიანად ევროპა, დსთ-ს ქვეყნები, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.


კომპანიის მფლობელობაშია 17 ერთეული Euro 6_ის სტანდარტის (მაცივრები, მეგატრაილერები MAN ის მარკის) უახლესი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. პერმანენტულად ვაახლებთ ავტოპარკს და ვცდილობთ ყოველწლიურად გავზარდოთ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.
თანაბარმნიშვნელოვანია, რომ კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით და გამოცდილი მძღოლებით, რაც აუცილებელი კომპონენტია უსაფრთხო გადაზიდვებისთვის. ამასთან , დიდწილად განსაზღვრავს მომსახურების მაღალ სტანდარტს.
GRL TRANS M ხელმძღვანელობს ლოგისტიკურ სფეროში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების სრული დაცვით, ისევე როგორც კომპანიის შინაგანაწესისა და პროტოკოლის დაცვით.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. ამრიგად, სხვადასხვა ტრენინგებისა და პროგრამების გავლის გზით კომპანიის წარმომადგენელთა და თანამშრომელთა პროფესიულ უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
ჩვენი კომპანია იზრუნებს თქვენი პროდუქტის მიწოდების სრულ ჯაჭვსა და ლოგისტიკაზე, თავად კი მეტი დრო დაგრჩებათ საკუთარი ბიზნესის ზრდაზე ფოკუსირებისთვის.გამოიყენეთ ჩვენი გამოცდილება და რესურსი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

მისია
ჩვენი მისიაა ტვირთების უსაფრთხო და დროული მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
მიზანი
- კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას/განმტკიცებას.
- ხელი შეუწყოს ბინესის განვითარებას როგორც ლოკალურ დონეზე, ისე მსოფლიო მასშტაბით.
- ლოგისტიკურ სფეროში მაღალი სტანდარტების დანერგვით ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა.